ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი მეგი კობალაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს და წერს, რომ დღეს სამხატვრო ხელმძღვანელი თეატრიდან მის გაგდებას აპირებდა.
"ჩემი სამხატვრო ხელმძღვანელი დღეს აპირებდა ჩემს გაგდებას და მემუქრებოდა გადაგიხევ ხელშეკრულებასო. კამერამ მიხსნა. კოლეგები მყავს მოწმეებად" — წერს სოციალურ ქსელში მეგი კობალაძე და ვიდეოს აქვეყნებს.