სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “”ქართული ოცნება" ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შემომთავაზა, დაუდექი ჩვენს პარტიას გვერდითო...”- ირაკლი ჩხიკვაძე

    “”ქართული ოცნება" ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შემომთავაზა, დაუდექი ჩვენს პარტიას გვერდითო...”- ირაკლი ჩხიკვაძე
    1 კვირის და 6 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მსა­ხი­ო­ბი, ირაკ­ლი ჩხიკ­ვა­ძე, Ambebi.ge- თან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს, როგორც ამბობს მას “ქღთულმა ოცნებამ” შესთავაზა რომ პარტიისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა, მაგრამ მსახიობმა უარი განაცხადა.

    არც ერთ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას არ ვენ­დო­ბი იმა­ში, რომ ის მი­ხე­დავს შენს ხალ­ხს, არ მექ­ნე­ბა შიში, რომ ჩემი არ­ჩე­უ­ლი რო­მე­ლი­ღაც პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, მა­ღა­რო­ში მუ­შებს ფე­ხებ­ზე და­ი­კი­დებს.

    ფე­ხებ­ზე და­ი­კი­დებს მსა­ხი­ო­ბებს, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან მი­ზე­რუ­ლი ხელ­ფა­სე­ბი აქვთ და დღემ­დე ხმას არ ვი­ღებთ, ხელ­ფას­ზე არ ვლა­პა­რა­კობთ. რამე რო­გორ უნდა ვთქვათ, როცა მა­ღა­რო­ში მუ­შე­ბი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან... მსა­ხი­ობს, ვი­ღა­ცე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, იმ­დე­ნი ღირ­სე­ბა კი­დევ აქვს შე­მორ­ჩე­ნი­ლი, რომ ეს არ გა­ა­კე­თოს.

    ნდო­ბა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მი­მართ იმი­ტომ არ მაქვს, რომ ვინც ავირ­ჩი­ეთ, ყვე­ლამ გვი­ღა­ლა­ტა, კუ­თხე­ში მიგ­ვაგ­დო და თა­ვი­ან­თი ინ­ტე­რე­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და­ი­წყო. ჩვენ კი მათ­თან ყო­ველ­თვის ბრძო­ლა გვი­წევს. ამი­ტომ მაქვს გან­ცდა, რომ გა­ნუ­წყვე­ტე­ლი ღა­ლა­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს - ღა­ლა­ტი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის, გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­მართ. პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი რა­ღაც­ნა­ი­რი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით სავ­სე ადა­მი­ა­ნე­ბით არის გაჟ­ღენ­თი­ლი.

    “შტან­გის“ ამ­წე­ვე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღე­ბე­ბი ხდე­ბი­ან, კრი­მი­ნა­ლებს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბად ხდი­ან... ყვე­ლა­ფერს თავ­და­ყი­რა აყე­ნე­ბენ. ამი­ტომ არ მომ­წონს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და არც მათი მიმ­დევ­რე­ბი. ჩემი ქვე­ყა­ნა მა­დარ­დებს და ვიცი, რომ ასე გაგ­რძე­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. რა­ღაც წერ­ტი­ლამ­დე უნდა მი­ვი­დეთ, უნდა გა­მოჩ­ნდნენ ახა­ლი სა­ხე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ნდო­ბით იქ­ნე­ბი­ან აღ­ჭურ­ვი­ლი და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იქ­ნე­ბი­ან რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე­ებ­ში გა­თხვრი­ლი.

    არას­დროს გქო­ნი­ათ პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვის სურ­ვი­ლი?

    - პო­ლი­ტი­კა არ არის ჩემი სფე­რო, არც მათი სფე­რო არ არის, ვინც პო­ლი­ტი­კა­ში მი­დის. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, მსა­ხი­ო­ბი იყო, ამ სფე­როს, სამ­ყა­როს სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი და უცებ პო­ლი­ტი­კო­სად მო­ევ­ლი­ნო ხალ­ხს?! პო­ლი­ტი­კა სულ სხვა სამ­ყა­როა, სხვა სფე­რო და სხვა გარ­სია. პო­ლი­ტი­კას პო­ლი­ტი­კო­სე­ბი სჭირ­დე­ბა. რა უნდა „შტან­გისტს“ იქ, რისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თავი აქვს?! ეს მისი საქ­მე არ არის... მე სა­დაც მომ­წონს და რაც მიყ­ვარს, იქ ვარ...

    ბევ­რჯერ მქო­ნია შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, - და­უ­დე­ქი ჩვენს პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას გვერ­დი­თო. მა­გა­ლი­თად, უნ­დო­დათ, რომ ფოტო გა­და­მე­ღო ერთ-ერთ კან­დი­დატ­თან ერ­თად... ასე­თი წი­ნა­და­დე­ბა ბევ­რჯერ ყო­ფი­ლა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი... ყვე­ლას უარი ვუ­თხა­რი - ბო­დი­ში, მაგ­რამ ვე­რა­ნა­ირ პო­ლი­ტი­კურ მა­რა­თონ­ში გვერ­დით ვერ და­გიდ­გე­ბით... მიხ­ვდნენ, რომ ვარ მსა­ხი­ო­ბი და ჩემი თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხოვ­რე­ბა მაქვს. ყვე­ლა ასე უნდა ფიქ­რობ­დეს.

    დღე­ვან­დელ პრო­ტეს­ტში მსა­ხი­ო­ბე­ბი აქ­ტი­უ­რად ხართ ჩარ­თუ­ლი, მაგ­რამ სა­პი­რის­პი­რო პო­ზი­ცია აქვთ თქვენს სხვა კო­ლე­გებ­საც. მხარ­და­ჭე­რას და სო­ლი­და­რო­ბას ბო­ლოდ­რო­ინ­დელ ამ­ბებ­ში და­ზა­რა­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებს არ უცხა­დე­ბენ... რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ ხდე­ბა ასე?

    - გარ­და იმი­სა, რომ ჩვენ მსა­ხი­ო­ბე­ბი ვართ, ვართ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბიც. ცხოვ­რე­ბა­ში ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცი­ე­ბი გა­აჩ­ნი­ათ. ზოგს სა­ერ­თოდ არ უნდა, რომ თავი აიტ­კი­ვოს და თა­ვი­სი აზრი ხმა­მაღ­ლა გა­მოთ­ქვას. ზოგი ფა­რუ­ლად მი­იჩ­ნევს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მარ­თა­ლია, მაგ­რამ ხმას მა­ინც არ იღებს. ზოგი ამ­ბობს, რომ ვი­ღაც ღირ­სია, რომ და­ი­ჭი­რეს, ალ­ბათ და­ა­შა­ვა და არც კი­თხუ­ლობს, მან რე­ა­ლუ­რად და­ა­შა­ვა თუ არა რამე. ასე ვლინ­დე­ბა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ხა­სი­ა­თე­ბი. ურ­ჩევ­ნი­ათ, ხმა არ ამო­ი­ღონ და თა­ვის­თვის კომ­ფორ­ტის ზო­ნა­ში ის­ხდნენ. მე დე­მოკ­რა­ტის და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ვარ და მჯე­რა, რომ ვი­საც რა პო­ზი­ცია აქვს, ის უნდა ჰქონ­დეს. ვინ­მეს და­მუ­ნა­თე­ბა, რა­ტომ არ გაქვს ეს პო­ზი­ცია, - არ არის სწო­რი.

    ასე ვერც შე­დეგს მი­ვაღ­წევთ და ტყუ­ი­ლი ლა­პა­რა­კია. ისე კი, ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან ძა­ლი­ან მიკ­ვირს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის, მაგ­რამ მერე რომ ვფიქ­რდე­ბი, ვხვდე­ბი, რომ პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო არ შე­უძ­ლი­ათ. ზოგს ნა­მუ­სი არ აქვს, ზოგს შიში აწუ­ხებს, ზოგი სა­ერ­თოდ უპი­რის­პირ­დე­ბა თა­ვის მო­სახ­ლე­ო­ბას და ამ­ბობს, რომ ღირ­სე­ბი ხართ, რაც გე­მარ­თე­ბათ. რომ „ქარ­თულ ოც­ნე­ბა“ სა­ოც­რე­ბაა და ჩვენ არ უნდა ვებ­რძო­დეთ მათ. ეს უკვე მხა­რის და­ჭე­რაა.

    მე მი­მაჩ­ნია, რომ მსა­ხი­ო­ბი ყო­ველ­თვის ხალ­ხის გვერ­დით უნდა იდ­გეს და არა პარ­ტი­ე­ბის გვერ­დით. რო­გორც კი პარ­ტი­ის მხა­რეს და­ი­ჭერ, მერე იმ მხა­რის გა­მარ­თლე­ბა გი­წევს. ამ დროს მსა­ხი­ობს თვალ­სა­წი­ე­რი გი­ვიწ­როვ­დე­ბა და ვიწ­რო აზ­როვ­ნე­ბის ხდე­ბი, რა­საც მერე სი­ტყვე­ბით და ფრა­ზე­ბი­თაც ადას­ტუ­რებ. ყვე­ლა მსა­ხი­ობს ვუ­სურ­ვებ, ის წერ­ტი­ლი, რა­საც თა­ვი­სუფ­ლე­ბა და აზ­რის გა­მო­ხატ­ვა ჰქვია, არ და­ე­კარ­გოს.

    - 23 იან­ვარს ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის „ახა­ლი თე­ატ­რის“ მა­ნი­ფეს­ტი ვი­ხი­ლეთ... რას იტყვით ამა­ზე?

    - ჩემ­თვის ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო და უწყვე­ტი ემო­ცია ჰქონ­და მთელ იმ მა­ნი­ფესტს ყვე­ლას­თვის, ვინც იქ იდგა. თე­ატ­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა ემო­ცი­ის გა­მოწ­ვე­ვაა. მისი არ­სია, რომ ადა­მი­ა­ნებ­ში გა­მო­იწ­ვი­ოს ემო­ცია, რაც გა­მო­საწ­ვა­ვია. იმ მა­ნი­ფესტზე ეს მოხ­და. ჩემი აზ­რით, ის ყვე­ლა­ფე­რი იყო კარ­გი და შედ­გა.

    თუმ­ცა ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა მას მდა­რე ხე­ლოვ­ნე­ბა უწო­და...

    - ჰო, რა თქმა უნდა, ახლა ისე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა, ყვე­ლა­ფერს კად­რუ­ლო­ბენ და ამ­ბო­ბენ... თან ის ვინც ამას ამ­ბობს, თე­ატ­რშიც არ არის ნამ­ყო­ფი, უმაღ­ლე­სი ხე­ლოვ­ნე­ბაც არ იცის რა არის, მაგ­რამ მა­ინც ბე­დავს...

    - "ახა­ლი თე­ატ­რის“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა, მთა­ვარ­მა რე­ჟი­სორ­მა, დათო დო­ი­აშ­ვილ­მა თქვა, რომ რე­გი­ო­ნებ­ში გავ­დი­ვართ და ხალ­ხთან ჩვე­ნი სათ­ქმე­ლი, უნდა მი­ვი­ტა­ნო­თო. ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას თქვენც უერ­თდე­ბით?

    - ეს ინ­სპი­რა­ცია მი­ვი­ღეთ და ყვე­ლა თე­ატ­რი ახლა ვა­პი­რებთ, ადა­მი­ა­ნებ­თან სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი პერ­ფორ­მან­სე­ბით სა­უ­ბა­რი და­ვი­წყოთ. უნდა ვე­სა­უბ­როთ ხალ­ხს მა­გა­ლი­თად, სან­დრო ახ­მე­ტე­ლის ის­ტო­რი­ა­ზე, რო­გორ დახ­ვრი­ტეს, რა­ტომ არის და­მა­ლუ­ლი და რა­ტომ არ გვტკი­ვა მისი ამ­ბა­ვი... ხე­ლო­ვა­ნი, რო­მე­ლიც 200 დღე აწა­მეს, მერე რუს­თა­ველ­ზე რო­გორც ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე სა­მა­გა­ლი­თოდ ჩა­მო­ა­ტა­რეს და მერე დახ­ვრი­ტეს. ხალ­ხს პა­ო­ლო იაშ­ვილ­ზე, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე­ზე უნდა ვე­ლა­პა­რა­კოთ, - საბ­ჭო­თა რე­ჟიმ­მა ხომ უამ­რა­ვი სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი გა­ა­ნად­გუ­რა. იყოს თუნ­დაც მათ­ზე სა­უ­ბა­რი პერ­ფორ­მან­სად წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

    ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში გა­ვაღ­ვი­ძოთ იმის შეგ­რძნე­ბა, თუ რა არის მეტ­რი. რა ტკი­ვი­ლი და და­ნა­კარ­გე­ბი მოგ­ვი­ტა­ნა მან! ამა­ზე სა­უ­ბა­რი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გან ინ­ფორ­მა­ცი­ის დე­ფი­ცი­ტი აშ­კა­რად არ­სე­ბობს. ვი­ნა­ი­დან ამას არ აკე­თე­ბენ სკო­ლე­ბი და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, თა­ო­ბებს ზუსტ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ აწ­ვდი­ან, მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით ეს ჩვენ უნდა შევ­ძლოთ. სხვა­დას­ხვა თე­ატ­რი თვი­თონ გა­და­წყვეტს, რა სა­კითხს აირ­ჩევს... ასე რომ, მსგავ­სი მა­ნი­ფეს­ტე­ბი თე­ატ­რე­ბის­გან იქ­ნე­ბა.

    - ადა­მი­ა­ნე­ბი და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მათ შო­რის, თქვე­ნი კო­ლე­გე­ბიც. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ოპე­რა­ტო­რე­ბი სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლით გა­და­ურჩნენ... თქვე­ნი აზ­რით, ასეთ სი­სას­ტი­კეს რა­ტომ მი­მარ­თეს?

    - ადა­მი­ა­ნე­ბის და­სა­ში­ნებ­ლად. თუ ხმას ამო­ი­ღებ, ეს და­გე­მარ­თე­ბა - ყვე­ლა­ფე­რი უხე­შად და უნა­მუ­სოდ გა­ა­კე­თეს, მაგ­რამ მათ არ იცი­ან ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თი. თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფას მტერს არ ვა­პა­ტი­ოთ, რო­დე­საც თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს ღირ­სე­ბას არ­თმე­ვენ, არ ვნებ­დე­ბით. ეს ჯა­ლალ ედ დინი იქ­ნე­ბა თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ასეთ დროს ქვე­ყა­ნა იღ­ვი­ძებს... თუ მე­გობ­რის და­ჩაგ­ვრა შე­ვარ­ჩი­ნეთ, გავ­ჩუმ­დით, მერე სხვა­საც მიდ­გე­ბა.

    ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­მართ ვე­რა­ვინ უნდა გა­ბე­დოს ასე­თი უხე­შო­ბა - ურტყას, უსა­ფუძ­ვლოდ და­ი­ჭი­როს და შეგ­ვა­ში­ნოს... ალ­ბათ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ჰგო­ნია, რომ ასე და­ამ­ყა­რებს მშვი­დო­ბას და სა­ნი­მუ­შო წეს­რიგს. კარ­გი ოჯა­ხის უფ­როსს არას­დროს სჭირ­დე­ბა სახ­რის გა­მო­ყე­ნე­ბა. მან იცის, რო­გორ მო­უ­ა­როს ოჯახს. ამ კაც­მა არ იცის, რო­გორ მო­უ­ა­როს ქვე­ყა­ნას, რად­გან თა­ვი­სი პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს.

    მხო­ლოდ ის კი არაა, რომ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და, ქუ­ჩა­ში გამ­წა­რე­ბუ­ლი ხალ­ხია, რო­მელ­საც ან ნორ­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი არ აქვს, ან სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი, არ იცის, სახ­ლში საჭ­მე­ლი რა მი­ი­ტა­ნოს და ამ დროს ტე­ლე­ვი­ზო­რი­დან ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ქვე­ყა­ნას უმაღ­ლე­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა აქვს და ხალ­ხი გა­დარ­ჩა.

    სი­ნამ­დვი­ლე­ში სხვა რე­ა­ლო­ბაა. ამის­გან დაღ­ლი­ლი ადა­მი­ა­ნებს კი­დევ რომ მო­ა­ტყუ­ებ, აღარ გა­პა­ტი­ებს, არ მო­გით­მენს. თუ ქვე­ყა­ნა­ში პრო­ტეს­ტია აგო­რე­ბუ­ლი, თა­ვი­ანთ თავს და­აბ­რა­ლონ.

    - გა­მო­სა­ვა­ლი რა არის ამ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბი­დან?

    - ყვე­ლა უკა­ნო­ნო პა­ტი­მა­რი, რო­მელ­თაც სა­მა­გა­ლი­თოდ სჯი­ან, გა­რეთ უნდა გა­მო­უშ­ვან და ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და­ნიშ­ნონ. ეს გან­მუხ­ტავს სი­ტუ­ა­ცია, სხვა­ნა­ი­რად უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია. დად­გეს სა­მარ­თა­ლი უნდა დად­გეს. ყვე­ლა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნი უნდა და­უბ­რუ­ნეს თა­ვის ბუ­დეს. პო­ლი­ცი­ე­ლი პო­ლი­ცი­ელს ჰყავ­დეს, მე­ხან­ძრე მე­ხან­ძრეს და მსა­ხი­ო­ბი მსა­ხი­ობს... თუ მი­ლი­ონ ორა­სი ათას­მა ადა­მი­ან­მა მის­ცა მათ ხმა, თუ ეს მარ­თა­ლია, მო­ვიდ­ნენ და ისევ მის­ცენ ხმა, მაგ­რამ ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის ეში­ნი­ათ.

    ბევ­რნა­ი­რი არ­ჩევ­ნე­ბი გვი­ნა­ხავს, ამ ყვე­ლაფ­რის შემ­ყუ­რე უკვე გა­ვი­ზარ­დეთ და ყვე­ლამ ვი­ცით, რა და რო­გორ მოხ­და... ამი­ტომ, ვი­საც პო­ზი­ცია აქვს თა­ვი­სი ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის, მსურს, ყვე­ლას ვთხოვ, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მოს­მე­ნა არ ივარ­გებს.

    ჩვენ, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა უნდა ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ თა­ვი­სუ­ფა­ლი, ნამ­დვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა გა­ფიც­ვის უნა­რიც, ერ­თად დგო­მის უნა­რიც, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ე­რი ხე­ლი­სუ­ფა­ლი მო­უს­მენს. არ ექ­ნე­ბა იმის იმე­დი, რომ ამ ნა­წილს იყი­დის, თუ - იმ ნა­წილს და ამით თა­ვი­სას გა­ი­ტანს. რო­გორ­ღაც უნდა შევ­დგეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბად. ამის ნიშ­ნე­ბი არის და ეს მუხ­ტი არ უნდა და­ი­კარ­გოს. წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ ჩვენს ქვე­ყა­ნას!

    წყარო: Ambebi.ge



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ