სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ჩვენს პატარა, დამოუკიდებელ ქვეყანაში მთელი სიძლიერით გამეფდა საშიში დაავადება" - რას წერს რობერტ სტურუა

    “ჩვენს პატარა, დამოუკიდებელ ქვეყანაში მთელი სიძლიერით გამეფდა საშიში დაავადება" - რას წერს რობერტ სტურუა
    1 კვირის და 1 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჟი­სო­რი, რო­ბერტ სტუ­რუა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახალ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

    “ჩვენ პა­ტა­რა, და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვე­ყა­ნა­ში მთე­ლი სიძ­ლი­ე­რით გა­მეფ­და სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბა - რე­სენ­ტი­მენ­ტი (Ressentiment - ინგლ. “წყე­ნას” ნიშ­ნავს).და თუ სა­უ­ბე­დუ­როდ ეს გრძნო­ბა გიღ­ვი­ვის ნა­წყენ გულ­ში, იცო­დე, ეს “რე­სენ­ტი­მენ­ტი” ისე დაგ­ბოღ­მავს და გა­გამ­წა­რებს, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ბო­რო­ტი და ავი ცხო­ვე­ლის თვი­სე­ბე­ბის ყურ­მოჭ­რილ მო­ნად იქ­ცე­ვი!
    ფრიდ­რიხ ნიც­შემ, ვინც ეს ტერ­მი­ნი შე­მო­ი­ღო, ამ და­ა­ვა­დე­ბას “მო­ნე­ბის მო­რა­ლი” უწო­და!

    “დამ­ცი­რე­ბუ­ლი და შე­უმ­დგა­რი ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი უბე­დუ­რე­ბის მი­ზეზს გარე სამ­ყა­რო­ში ეძებს! და გამ­წა­რე­ბუ­ლი სხვას აბ­რა­ლებს!”

    ამა ქვეყ­ნის კა­ნო­ნე­ბი უსა­მარ­თლოდ მი­აჩ­ნია - მხო­ლოდ მის­მა სიმ­წრის­გან გა­ღა­რი­ბე­ბულ­მა გო­ნე­ბამ იცის, თუ რა კა­ნო­ნე­ბია სა­მარ­თლი­ა­ნი - და ბრძო­ლის შე­დე­გად თა­ვად შეც­ვლის ამ დამ­ყა­ყე­ბულ სი­ნამ­დვი­ლეს!

    გა­გე­ცი­ნე­ბა, როცა მიხ­ვდე­ბი, რომ სწო­რედ ნი­ჭის სი­ღა­რი­ბის გამო უფალს, ბე­დის­წე­რას აბ­რა­ლებს თა­ვის უბე­დუ­რე­ბას და თავ­და­ვი­წყე­ბით ებ­რძვის მათ! დღეს კი მშობ­ლე­ბი შე­ი­ძუ­ლა, რათა მათ ჭიან გე­ნე­ტი­კის მსხვერ­პლად თვლის სა­კუ­თარ თა­ვის სუ­ლი­ერ სი­ღა­რი­ბეს!

    და არ არის გა­საკ­ვი­რი, ყვე­ლა რომ სძულს! და სწო­რედ ამი­ტომ - მთელ სამ­ყა­როს მთე­ლი თა­ვი­სი ვე­ლუ­რი ინ­სტინ­ქტე­ბით ებ­რძვის და ყვე­ლაფ­რის გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე ოც­ნე­ბობს და სპობს კი­დე­ვაც!

    რა­ტომ??? რა­ტომ? რა­ტომ აბ­რა­ლებს “უნი­ჭო მონა” თა­ვის უფე­რულ ცხოვ­რე­ბას სხვებს! ჩვენ რა და­ვუ­შა­ვეთ? მაგ­რამ “ბო­რო­ტე­ბით გაჟ­ღენ­თი­ლი ტვი­ნი” გულ­მოდ­გი­ნედ კარ­ნა­ხობს - “მხო­ლოდ შუ­რის­ძი­ე­ბით და­იბ­რუ­ნებ იმას, რაც წა­გარ­თვე­სო”…ის, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, არა­სო­დეს ჰქო­ნია!

    და რა­საც, სამ­წუ­ხა­როდ, ვე­რას­დროს იხი­ლავს!" - წერს რო­ბერტ სტუ­რუა.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ