საფეხბურთო გამოცემა "Goal.com" პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელების ანაზღაურებებს ამხელს.
"რამდენს იღებენ პსჟ-ს მოთამაშეები ყოველწლიურად და ვინ იღებს ყველაზე მეტს მათ შორის?
პარი სენ-ჟერმენი ითვლება ევროპის ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ძალად. ყატარელი მილიარდერის ნასერ ალ-ხელაიფის შენაძენმა პსჟ-ს გლობალური პოპულარობა მოუტანა, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ" - წერს გამოცემა.
როგორც გამოცემა ამბობს, კვარაცხელია გუნდში მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია უსმან დემბელეს შემდეგ.
ხვიჩა კვარაცხელია წელიწადში დაახლოებით ბონუსების ჩათვლით 16 მილიონ ევროს მიიღებს.