სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ვიდექი ქუჩაში, მაგრამ მალევე მივხვდი…”- რას ამბობს მანანა აბრამიშვილის შვილი

    “ვიდექი ქუჩაში, მაგრამ მალევე მივხვდი…”- რას ამბობს მანანა აბრამიშვილის შვილი
    1 კვირის და 1 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რუსთველის თეატრის მსახიობი, მანანა აბრამიშვილი, მსახიობთა პროტესტს ეხმაურება.

    “არასწორი იყო რაც იკადრეს ჩვენმა მსახიობებმა, თეატრში არ გაქვს უფლება აკეთო ის რაც მოგესურვება, არ გაქვს უფლება ისაუბრო რუსთაველის თეატრის მსახიობების სახელით.

    ქუჩა არის ადგილი სადაც შეგიძლია გამოხატო შენი პოზიცია, ხოლო თეატრში პატივი უნდა სცე მაყურებელსა და შენს კოლეგებს.”- აცხადებს მანანა აბრამიშვილი.

    მსახიობის შვილი, თეკლა სალუქველიძე კი შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს.

    “ მე ვარ მსახიობი. ეს არის ჩემი გზა, ჩემი სახელი, ჩემი არჩევანი. მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ზოგისთვის ჩემი სახელი მხოლოდ იარაღია, რომელსაც დედაჩემის წინააღმდეგ იყენებს. დედა – ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მომცა – ხდება სამიზნე მათთვის, ვინც ცდილობს, ჩემით მანიპულაცია მოახდინოს, მასზე. მაგრამ ჩემი სახელი მხოლოდ მე მეკუთვნის და მას ვერავინ გამოიყენებს ჩემგან დამოუკიდებლად.

    ბოლო დროის მოვლენებში მეც ვიდექი რამდენჯერმე იმ ქუჩებში, სადაც დღეს უამრავი ხმა ისმის. ვიდექი, რადგან მინდოდა საკუთარი თვალით მენახა, გამეგო, მეგრძნო. მაგრამ მალევე მივხვდი – ეს არ იყო ჩემი ადგილი. ეს არ იყო ის ბრძოლა, რომელშიც ჩემი თავი ვიპოვე. მე მიყვარს ჩემი სამშობლო, ადგილი, სადაც დავიბადე, რომელმაც შემიფარა და რომელიც უძვირფასესია ჩემთვის. როგორც კი ვიფიქრებ, რომ მას საფრთხე ემუქრება, მაშინვე ჩავერთვები ბრძოლაში, მაგრამ ჩემი თვალით ნანახმა, დამარწმუნა რომ ეს ის ბრძოლა არ იყო, სადაც ხმალამოღებულს მინდოდა მეომა. ეს ჩემი სამშობლოს გადარჩენის ბრძოლა არ იყო. დედაჩემი თავიდანვე წინააღმდეგი იყო და ამაზე ხშირად გვიკამათია. მაგრამ რაც უნდა მომხდარიყო, ერთი რამ ყოველთვის ვიცოდი – დედაჩემი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია, და როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი აზრთა სხვადასხვაობა, ეს არასდროს შეცვლის ჩემს სიყვარულსა და პატივისცემას მის მიმართ.

    ჩვენ არ ვართ ერთი ადამიანი, მაგრამ არც მტრები ვართ. დედაჩემი პატივს სცემს ჩემს აზრს, და მე – მისას. არ მჭირდება არავის დაცვა დედაჩემისგან, და არც არავის აქვს უფლება, ჩემით დედაჩემს ებრძოლოს. ის ყველაზე ძვირფასი ადამიანია, რაც ცხოვრებამ მაჩუქა და არავის არასდროს არ მივცემ უფლებას მას შეურაცხყოფა მიაყენოს და მით უმეტეს ეს ჩემი სახელის გამოყენებით განახორციელოს.

    მე ვარ თავისუფალი. მე მაქვს ჩემი ხმა, ჩემი გადაწყვეტილებები, ჩემი ცხოვრება და ამას ვერავინ შეცვლის.

    მადლობა და ნახვამდის.” - წერს თეკლა.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ