დღეს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა. გარდაცვლილი ფეხბურთელის და, ანი შაქარაშვილი, სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
"18 ივნისი ... დღე რომელიც არასოდეს წაიშლება ჩემი გონებიდან ... შარშან ამ დროს ზუსტად ერთი წლის წინ დამირეკე Gio Shakarashvili და მითხარი: ,, ანი ხო სამსახურში ხარ ? მეც შენკენ მოვდივარ სალონში წასვლას ვაპირებ, საღამოს დაბადების დღეზე მივდივარ " ეს იყო ჩვენი უკანასკნელი საუბარი ... წახვედი და ვეღარ გნახეთ ... უშენობის ერთი წელი ..." - წერს ანი.