სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “არ მინ­დო­და ამ თე­მა­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბა­რი” - რატომ მიდის გია სურამელაშვილი მოსკოვში

    “არ მინ­დო­და ამ თე­მა­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბა­რი” - რატომ მიდის გია სურამელაშვილი მოსკოვში
    1 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომღერალ გია სურამელაშვილზე რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვში კონცერტის ჩატარებას აპირებს.

    ამასთან დაკავშირებით “ამბები.ჯი” გიას ინტერვიუს ავრცელებს. როგორც ის ამბობს მის ჩასვლას მოსკოვში სულ სხვა მიზეზი აქვს.

    “ეს კონ­ცერ­ტი არ არის, მე­გობ­რებ­თან მივ­დი­ვარ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ 11 წელი მოს­კოვ­ში ვცხოვ­რობ­დი და იქ დარ­ჩე­ნა რომ მნდო­მე­ბო­და, ამა­ზე კარ­გი პი­რო­ბე­ბი მქონ­და და აუ­ცი­ლებ­ლად დავ­რჩე­ბო­დი.

    რაც შე­ე­ხე­ბა მოს­კოვ­ში წას­ვლას, ბოლო დროს რამ­დე­ნი­მე კონ­ცერ­ტი გა­დავ­დე, რად­გან ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი მა­წუ­ხებს. ჩემი მე­გობ­რის მე­უღ­ლე მოს­კოვ­ში ექი­მია და მას­თან მივ­დი­ვარ გა­მოკ­ვლე­ვებ­ზე. არ მინ­დო­და ამ თე­მა­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ მა­ი­ძუ­ლეს. იქ ყოფ­ნი­სას ვნა­ხავ ჩემს ქარ­თველ მე­გობ­რებს თა­ვი­სი ოჯა­ხე­ბით. რეს­ტო­რან­ში შე­ვიკ­რი­ბე­ბით და ვი­ნა­ხუ­ლებთ ერ­თმა­ნეთს. რა თქმა უნდა, იქ ჩემს მე­გობ­რებს ვუმ­ღე­რებ.

    32 წე­ლია სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ და არა­სო­დეს გავ­რე­ულ­ვარ პო­ლი­ტი­კა­ში. არ მა­ინ­ტე­რე­სებს ეს სფე­რო, მე მაქვს ჩემი საქ­მე და ეს არის სიმ­ღე­რა. მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კუ­თხე­ში მაქვს მიწ­ვე­ვე­ბი და გას­ტროლ­ზეც ხში­რად დავ­დი­ვარ. რო­გორც გი­თხა­რით, ბოლო დროს რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­მე­დო გას­ტრო­ლი ის­რა­ელ­ში. მე ვენ­დო­ბი ქარ­თველ ექი­მებს, მაგ­რამ მა­ინც მინ­და გა­და­ვა­მოწ­მო ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბა მე­გობ­რის მე­უღ­ლეს­თან, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში ცნო­ბი­ლი ექი­მია” - ამბობს გია სურამელაშვილი.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ