სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "კადიროვი ადგა და თბილისსში ჩავიდა" - ნახეთ რა ამბავი გავრცელდა სოციალურ ქსელში

    "კადიროვი ადგა და თბილისსში ჩავიდა" - ნახეთ რა ამბავი გავრცელდა სოციალურ ქსელში
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სოციალურ ქსელში სახალისო ისტორია ვრცელდება:

    ჟურნალისტი ლაშა ბერულავა: "რამზან კადიროვი და პიჯაკი". (ანეკდოტი, თარგმნილია რუსულიდან)

    - რამზან კადიროვმა პიჯაკის შეკერვა გადაწყვიტა. იყიდა ნაჭერი და მიადგა მკერავს.
    – თქვენ დიდი კაცი ხართ, ნაჭერი ცოტაა, არ მეყოფა, პიჯაკს ვერ შეგიკერავთ, – იუარა მკერავმა.
    მიადგა კადიროვი სხვა მკერავს.
    – ვერა, თქვენ დიდი კაცი ხართ, ნაჭერი ცოტაა, არ გამოვა აქედან თქვენთვის პიჯაკი, – უარზეა ეს მკერავიც.

    თითქმის მთელი გროზნო შემოიარა კადიროვმა, მაგრამ ვერ იპოვა მკერავი, რომელიც პიჯაკს შეუკერავდა. ბოლოს ერთმა ნაცნობმა მკერავმა უთხრა:
    – იქნებ თბილისში წახვიდე, იქ ჩემი მეგობარია, გიშუამდგომლებ.
    ადგა და ჩავიდა კადიროვი თბილისში, მიადგა მკერავს, ვისთანაც მიასწავლეს. იმან წყნარად, მშვიდად აუღო ზომები, ჩაინიშნა, ნაჭერი დაიტოვა და უთხრა:
    – ხვალ მოდი.

    მივიდა კადიროვი მეორე დღეს. მკერავი აწვდის შარვალს:

    – მოიზომავ?
    გამოართვა რამზან კადიროვმა, მოიზომა, ძალიან კარგი შარვალია, კარგად ადგას წელზეც, ფეხებზეც, ჩაჯდომისას არ იჭიმება, პლუს, ბევრი ჯიბე აქვს. კმაყოფილია და უცებ, მკერავი ეუბნება:
    – პიჯაკს მოიზომავ? – და აწვდის.

    ჩაიცვა პიჯაკი კადიროვმა და, გადასარევია, არც სახელოებზეა მოკლე, ტანზე კარგად ადგას. ის-ის იყო, გადასახდელად მოემზადა, რომ მკერავი ეუბნება:
    – ჟილეტს მოიზომავ?

    გაუკვირდა კადიროვს: ჩეჩნეთში პიჯაკიც კი ვერ შეუკერეს, აქ კიდევ შარვალი, პიჯაკი, ზედაც ჟილეტიო. შეეკითხა მკერავს:

    – კი მაგრამ, ეს რანაირად მოახერხე? ჩეჩნეთში მეუბნებოდნენ, რომ პიჯაკიც კი არ გამოვა ამ ნაჭრისგან, რადგან შენ დიდი კაცი ხარო…
    მკერავი მშვიდად პასუხობს:
    – ყველაფერი მარტივადაა, რამზან: ჩეჩნეთში შენ დიდი კაცი ხარ, აქ კი, უბრალოდ, ყ*ე ხარ… კეპს მოიზომავ?“