სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ამბავი არის ერთ კაცზე, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა"- რას ამბობ კეკელიძე "ფეისბუქ" პოსტის გარშემო გარემო ატეხილ აჟიოტაჟზე

    "ამბავი არის ერთ კაცზე, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა"- რას ამბობ კეკელიძე "ფეისბუქ" პოსტის გარშემო გარემო ატეხილ აჟიოტაჟზე
    1 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მწე­რალ­მა და "ბიბ­ლუ­სის" შე­მოქ­მე­დე­ბით­მა დი­რექ­ტორ­მა, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც წერს რომ პა­ლა­ტა­ში იმ­ყო­ფე­ბა და ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას უტა­რე­ბენ.

    აღნიშნული პოსტის შედეგად. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა ჩათ­ვა­ლა, რომ მწე­რა­ლი მძი­მე სენს ებ­რძვის და მისი მხარ­დამ­ჭე­რი პოს­ტე­ბიც მა­ლე­ვე გა­მოჩ­ნდა.

    თუმვა, ირკვევა, რომ ეს არის მხატ­ვრუ­ლი ტექ­სტი დო­კუ­მენ­ტურ ამ­ბავ­ზე, რო­მე­ლიც ერთი ადა­მი­ა­ნის არ­სენ გვე­ნე­ტა­ძის ბრძო­ლას და გა­მარ­ჯვე­ბას ასა­ხავს კი­ბოს­თან და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს ეძღვნე­ბა, ვინც ახლა შე­ი­ტყო ამ დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ.

    "ეს არის ამ­ბა­ვი ერთ კაც­ზე, რო­მელ­მაც სიმ­სივ­ნე და­ა­მარ­ცხა და ახლა ცდი­ლობს, რომ გარ­კვე­ულ­წი­ლად, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის იყოს მა­გა­ლი­თი. არის საკ­მა­ოდ რთუ­ლი წიგ­ნი და ფეხ­და­ფეხ მიჰ­ყვე­ბა აი, ამ გზას, თუმ­ცა მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნის ის­ტო­რია არ არის გან­ცდი­ლი, აზ­რით, რად­გან სხვა ბევრ ონ­კო­პა­ცი­ენ­ტთან მაქვს აქ­ტი­უ­რი მი­მო­წე­რა და გვინ­და ეს წიგ­ნი იქ­ცეს ერ­თგვარ მო­ტი­ვა­ცი­ად და ძა­ლად ამ სენ­თან მებ­რძო­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის," - გვი­თხრა კე­კე­ლი­ძემ.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ