სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "სექტემბრიდან მაყურებელს დიდი სიურპრიზი ელოდება" - რა გრანდიოზულ სიახლეს გვამცნობს გიორგი ნაზღაიძე

    "სექტემბრიდან მაყურებელს დიდი სიურპრიზი ელოდება" - რა გრანდიოზულ სიახლეს გვამცნობს გიორგი ნაზღაიძე
    2 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გიორგი ნაზღაიძე აგვისტოს ცხელ დღეებს მეგობრებთან ერთად ფასანაურში, აგარაკზე ატარებს.

    გიორგი "პრაიმტაიმთან" ანი ყიფშიძესთან ლაივ-დიალოგზე ჰყვება.

    "ვიყავი ზღვაზე, მაგრამ ისევ ვაპირებ წასვლას. იქ მელოდება ხალხი. ახლა აგარაკზე ვარ. ბედნიერად და ლაღად. მალე დავუბრუნდები თბილისს.

    ანი ყიფშიძე გამოჩნდა. აქამდე გაბუტული იყო. ზღვაზე რომ იყო ჩამოსული და ჩვენი ცეკვის ვიდეო აიტვირთა, მაშინ გამებუტა და... გუშინწინ, ძლივს მომილოცა რეალითის გამარჯვება. ტიკ ტოკის ლაივში ვაიძულე. შემოვიყვანე ლაივში, ეს მასაც უნდოდა და ქვემოთ დართულ ვიდეოში ნახავთ, როგორ აღიარებს, შენ უნდა გაგემარჯვებინაო.

    სხვა გზა არ აქვს, მაღიარა.

    სხვა რა გითხრათ. აი, სექტემბრიდან მაყურებელს დიდი სიურპრიზი ელოდება. მაგრამ ეს ის სიურპრიზი არ არის, რაც მაყურებელს ჰგონია. მწერენ, გიო, გვინდა, რომ ტელევიზიით გიხილოთ, რეალითის წამყვანად მელოდებიან. სულ სხვა რამაა. ეს სიახლე მთელ ქვეყანას აალაპარაკებს. შემიძლია გითხრათ, მთელ შოუ ბიზნესს გავაცოცხლებ. მზად ვარ, ერთი სული მაქვს როდის დაიწყება.

    ჩემი "პრაიმჰაუსში" შესვლის მისიაც ის იყო, რომ ისევ ტელევიზიაში დავბრუნებულიყავი და კარიერული წინსვლა მქონოდა. მერე გზადაგზა მივხვდი, ამ ბოროტ ბავშვებს რატომ უნდა მოვაგებინო? მოდი, ბარემ გამარჯვებასაც წავიღებ სახლში-მეთქი (ხარხარებს)", - ამბობს ნაზღაიძე.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ