სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • წყალი 10 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

    წყალი 10 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
    1 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

    „14 თებერვალს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.N 5ბ-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

    კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 14 თებერვლის 10:00 საათიდან 14 თებერვლის 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

    ისნის რაიონში:

    ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. N 1, 3, 1/3, არტურ ლაისტის, მიკოლა ბაჟანის, მარჯორ უორდროპის, აჰმედ ჯავადის, მიხეილ აბრამიშვილის ქუჩებს, ასევე საცურაო კომპლექს ოლიმპიკს (ქაქუცა ჩოლოყაშვილის 1 კვ. N5ბ იგივე მალხაზის შესახვევი N5).

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ