ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტურში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიამ" "ატლეტიკო მადრიდს" უმასპინძლა და სამწუხაროდ, 0:1 დამარცხდა.
ქართველი გოლკიპერი 66-ე წუთამდე ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე და კარსაც მშრალად ინახავდა, 66-ე წუთზე კი ვალენსიას მცველებმა ბურთი მეტოქეს გადაულოცეს, ანტუან გრიზმანის დარტყმულს კი სოლერი გადაეღობა, ბურთმა მიმართულება იცვალა და ანგარიშიც გაიხსნა.
მამარდაშვილი მარცხის მიუხედავად შესანიშნავად გამოიყურებოდა და რამდენიმე საკმაოდ რთული ბურთიც მოიგერია.