სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "დინამო ბათუმთან დამშვიდობების დრო მოვიდა"- დავითაშვილი კარიერას ბორდოში გააგრძელებს

    "დინამო ბათუმთან დამშვიდობების დრო მოვიდა"- დავითაშვილი კარიერას ბორდოში გააგრძელებს
    2 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ევროპულ ფეხბურთში კიდევ ერთმა ქართველმა გადაინაცვლა, ზურიკო დავითაშვილი კარიერას "ბორდოში" გააგრძელებს. ამის შესახებ განცხადება თავად ფეხბურთელმაც გააკეთა და "დინამო ბათუმს" გამოემშვიდობა.

    "მოგესალმებით. მოვიდა დრო, როცა მიწევს დამშვიდობება დინამო ბათუმთან. ამ გუნდში ჩემი ცხოვრების ძალიან პატარა პერიოდი გავატარე, თუმცა რამდენიმე თვემ ცხოვრებაში ბევრი დადებითი ემოცია მაჩუქა. ის, რაც ბათუმში ყოფნის პერიოდში ხალხისგან ენერგიად მივიღე, ძალიან დიდხანს გამყვება...

    დიდი მადლობა ბათუმის დინამოს ყველა წევრს, Black Sea Pirates - Dinamo Batumi Fan-Club-ს და ყველა გულშემატკივარს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით ამ ზაფხულში თქვენი გახარება ევროტურნირების მატჩებში, თუმცა დარწმუნებული ვარ, დინამო ბათუმი გააგრძელებს წარმატებით წინსვლას და გაახარებს ქართველ ხალხს“,
    - დაწერა დავითაშვილმა სოციალურ ქსელში.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ