30 წლის ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის წარუმატებელ სერიას ბოლო არ უჩანს.
ნიკამ ზედიზედ მე-6 მატჩი წააგო ისე, რომ სეტიც აღებაც ვერ მოახერხა, თანაც ამჯერად მორიგი უცუდესი შეხვედრა აშშ-ს ღია პირველობის (საპრიზო ფონდი 60 მილიონი დოლარი) ეგიდით ჩაატარა.
ბასილაშვილი გრანდ სლემის ტურნირში 31-ე განთესვით ჩაერთო, თუმცა, აღნიშნულ მიზეზთა გამო, ნაკლებადცნობილ ჩინელ იპინ ვუსთანაც კი აუტსაიდერად მიიჩნეოდა და მსოფლიოს 178-ე ჩოგანთან 3:6, 4:6, 0:6 წააგო