"მეცის" ქართველი ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენდა "ბარნლი", რომლის სათავეშიც "მანჩესტერ სიტის" ყოფილი ფეხბურთელი, ვინსენტ კომპანი დგას.
The Athletic-ის ცნობით "ბარნლიმ" ფრანგულ კლუბს ოფიციალური შეთავაზებით მიმართა, მაგრამ "მეცმა" ორჯერ მეტი თანხა მოითხოვა, რის გამოც ტრანსფერი ჩაიშალა.
"ინგლისურ კლუბთან დაახლოებული პირისგან შევიტყვეთ, რომ ამის მერე მიქაუტაძის ტრანსფერი ბარნლიში აღარ განიხილება, ფორვარდი მეტისმეტად ძვირია", - წერს The Athletic.