სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • უმაღლეს სასწავლებლებში 32 000 მეტი მოსწავლე ჩაირიცხა - რამდენმა მათგანმა აიღო 100%-იანი გრანტი

    უმაღლეს სასწავლებლებში 32 000 მეტი მოსწავლე ჩაირიცხა - რამდენმა მათგანმა აიღო 100%-იანი გრანტი
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დღეს, 12:00 საათზე ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა.

    NAEC-ის დირექტორის, სოფიო გორგოძის განცხადებით, 2022 წელს სწავლის გაგრძელების უფლება სულ 32 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა. მათგან სახელმწიფო გრანტი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, მათ შორის 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა 100%-იანი გრანტი, 70%-მდე 1500-მდე, 50%-იანი გრანტი კი - 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

    2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობდა.