ლა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში "ვალენსიამ" შინ "ატლეტიკო" მიიღო და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ "ღამურების" ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა. მატჩის შემდეგ მამარდამ ობლაკის შესახებ გააკეთა კომენტარი, რომელმაც გიორგი ძალიან შეაქო:
"მატჩის შემდეგ ობლაკი მოვიდა და მითხრა, მაგარი ბიჭი ხარ, წარმატებები და ასე გააგრძელეო. მაისურებიც გავცვალეთ."