სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ბრალდება სასაცილოა" - რას ამბობს ფრანგი ჟურნალისტი კვარას ტრანსფერზე

    "ბრალდება სასაცილოა" - რას ამბობს ფრანგი ჟურნალისტი კვარას ტრანსფერზე
    1 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიონი პარი სენ-ჟერმენს ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის გამო უჩივის.

    ლიონელების თქმით, პარიზულმა გრანდმა კვარას ტრანსფერის განსახორციელებლად უცხოური დაფინანსება გამოიყენა, რაც ლიგა 1-ის რეგულაციებით აკრძალულია.

    აღნიშნულთან დაკავშირებით თავის აზრს ფრანგი ჟურნალისტი, პიერ მენესი გამოთქვამს, რომელმაც ლიონის ბრალდებას სასაცილო და აბსურდული უწოდა.

    “ლიონის ბრალდება ისეთივე სასაცილოა, როგორიც ალმადას ტრანსფერზე საპასუხოდ ჩივილი. რეალურად, ორივე ტრანსფერი დარღვევების გარეშე არის განხორციელებული, ამ კლუბთა პრეზიდენტების ქიშპობა კი ახლა ფრანგულ ფეხბურთს ნამდვილად არ სჭირდება.”- ამბობს მენესი.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ