სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ინტელექტუალია, იცის როგორ უნდა ადაპტირდეს ჩვენს სტილთან - ენრიკე კვარაზე

    ინტელექტუალია, იცის როგორ უნდა ადაპტირდეს ჩვენს სტილთან - ენრიკე კვარაზე
    1 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას, ტრანსფერს პსჟ-ს წარმომადგენლები დიდი სიხარულით შეხვდნენ.

    გუნდის მწვრთნელის ლუის ენრიკეს განცხადებით, კვარაცხელია ინტელექტუალი ფეხბურთელია, რომელსაც მარტივად შეუძლია პსჟ-ს სათამაშო სტილთან ადაბტირება.

    “კვარაცხელია ინტელექტუალი ფეხბურთელია, ვინც იცის როგორ ადაპტირდეს ჩვენს სათამაშო სტილთან, ამისთვის დიდ დროს ვაძლევთ. უნდა მივცეთ თავისუფლება, რათა გამოავლინოს თავისი ინდივიდუალური უნარები. ვცდილობთ მას პატივი ვცეთ და მისი საფეხბურთო თვისებები გაძლიერდეს.” - ამბობს ლუის ენრიკე.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ