სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ბიძინამ სამება აგიშენათ ამაზე მეტი სიმდაბლე..." - მანგოს მორიგი ხმამაღალი განცხადება

    "ბიძინამ სამება აგიშენათ ამაზე მეტი სიმდაბლე..." - მანგოს მორიგი ხმამაღალი განცხადება
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბლოგერი დომენიკ მანგო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

    "ხალხი არ არის პრობლემა, ხალხს რასაც გინდა იმას დააჯერებ, ხალხს რასაც გინდა იმას შთააგონებ, ხალხს რასაც გინდა იმას ალაპარაკებ ექოს სახით. ძაან მარტივია ზოგადად, ქართველზე მითუმეტეს გავლენის მოხდენა, უმარტივესია, მითუმეტეს ოლიგარქისთვის ვისაც ამდენი ფული აქვს და პარლამენტში, ხელისუფლებაში არ არსებობს არც ერთი პოლიტიკოსი ვინც ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არ არის.

    ასეთ ფონზე უფრო მარტივია რომ დააჯერო ის ხალხს რაც გინდა რომ დააჯერო, ათქმევინო ის ხალხს რაც გინდა რომ ათქმევინო და რასაც ვხედავთ ზოგადად საქართველოში, ფაქტიურად კრიტიკულობა საქართველოში აღარ არსებობს, იმდენად დაქვეითებული აქვთ ამ პროპაგანდასთან გამკლავების უნარები რომელიც მუდმივ პროცესში ვითარდება საქართველოში. თავისი დაქირავებული მუშსა ხელის სახით მთელ ერს ყელში წამოადინა(ივანიშვილმა)სამების ეკლესია.

    სამების ეკლესია აგვიშენა ბიძინა ივანიშვილმა და სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ ნიშნავს სამების ეკლესიას დაუწესოთ სანქციები. ხომ წარმოგიდგენიათ უბრალოდ რა დაბალი დონეა, ასეთი დაბალი დონის რანაირად უნდა იყო ადამიანი, მილიარდელი კი არა ვინც არ უნდა იყო ასეთ დაბალ დონეზე როგორ უნდა დაეცე ადამიანი რომ საზოგადოებას აყვედრიდე და ამადლიდე იმას რომ აუშენე ეკლესია", - ამბობს დომენიკ მანგო.