"პირველი არხი" ინფორმაციას, თუ ვინ იმღერებს "ევროვიზია 2025-ზე" 15 მარტამდე გაავრცელებს.
საკონკურსო სიმღერები, როგორც ცნობილია გაგზავნილი ჰქონდათ თათია კობალაძეს და ნინი ბრეგვაძეს.
გუშინ, თათია კობალაძემ ფეისბუქ ლაივში ისაუბრა კონკურსის გამარჯვებულ სიმღერაზე.
როგორც მან აღნიშნა "ევროვიზია 2025-ზე" საქართველოს მომღერალი მარიამ შენგელია წარადგენს.
ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად გავრცელებული არ არის.