პსჟ ხვალ სტუმრად “ლივერპულს“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩით დაუპირსპირდება.
ხვიჩა კვარაცხელიამ მოახლოვებულ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ თამაშისთვის მზად არიან.
“თავს კარგად ვგრძნობთ, ვიცით, რომ რთული თამაში იქნება, მაგრამ საკუთარ თავებში დარწმუნებულები ვართ.
ხვალინდელ შეხვედრაში ბრძოლისთვის მოვემზადეთ და გვიხარია, რომ ამ თამაშის ჩატარება მოგვიწევს.”- განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.