სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

    13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
    2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    13 მარტს, ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რათა ნეგატიური ენერგიები თქვენს ცხოვრებაზე უარყოფითად არ აისახოს.

    ვერძი: თამამად გადადგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები და დასახეთ ახალი მიზნები. თქვენი პროექტები წარმატებული იქნება, თუმცა ნუ გაანდობთ თქვენს იდეებს ნაკლებად სანდო ან უცნობ ადამიანებს.

    კურო: მიჰყევით ადრე დასახულ გეგმებს და დაეყრდენით გამოცდილებას. მოერიდეთ ზედმეტ კონტაქტებს, რათა აირიდოთ კონფლიქტური სიტუაციები.

    ტყუპები: შესაძლოა, ახლობლებთან კონფლიქტური სიტუაცია წარმოიშვას. იყავით მომთმენი და შეინარჩუნეთ მშვიდობიანი ურთიერთობა.

    კირჩხიბი: გამოიყენეთ ფანტაზია და იყავით შეუპოვარი. მოქნილობა და გონივრული კომპრომისები გამარჯვებას მოგიტანთ ნებისმიერ ცხოვრებისეულ სფეროში.

    ლომი: სასურველია, მოირგოთ რომანტიკული ადამიანის იმიჯი. თუ პირადი ცხოვრების მოწყობას გეგმავთ, მეტი სინათლე და ფერები შეიტანეთ ყოველდღიურობაში.

    ქალწული: ნუ განმარტოვდებით, მაგრამ მოერიდეთ მატყუარა და მლიქვნელ ადამიანებს. მეტი იურთიერთეთ ახლობლებთან, რაც ორივე მხარისთვის სასიკეთო იქნება.

    სასწორი: შესაძლოა, მოულოდნელმა სიტუაციამ და დაუგეგმავმა ხარჯებმა შფოთი და დაძაბულობა გამოიწვიოს. მოერიდეთ ნეგატიურ ფიქრებს, რადგან ისინი მავნებელია ჯანმრთელობისთვის.

    მორიელი: იფიქრეთ სიახლეებზე თქვენს ცხოვრებაში ან საკუთარ თავზე. გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები და დაგროვილი გამოცდილებით დაიკავეთ ღირსეული ადგილი საქმიან სფეროში.

    მშვილდოსანი: თქვენი საქმეები ლაგდება და კმაყოფილი ხართ მიმდინარე მოვლენებით. ნუ იჩქარებთ ახალგაცნობილ ადამიანებთან დაახლოებას.

    თხის რქა: მშვენიერი განწყობა გაქვთ, თითქოს სიმსუბუქე და სილაღე ჩასახლდა თქვენს სულსა და სხეულში. წინ მრავალი პერსპექტივის ესკიზი ისახება.

    მერწყული: მეტად გამოიყენეთ საქმიანობაში ფანტაზია და წარმოსახვის უნარი. დღე ნაყოფიერია რეკლამის სფეროში მყოფთათვის.

    თევზები: თქვენს ირგვლივ მატულობს ჭორები და მითქმა-მოთქმა. იყავით თავდაჭერილი, გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია და მოთოკეთ ემოციები.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ