სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ზუსტად ამიტომ მგონია, რომ კვარა ლიგას მოგვიტანს" - რას ამბობს პარიზელი გულშემატკივარი

    "ზუსტად ამიტომ მგონია, რომ კვარა ლიგას მოგვიტანს" - რას ამბობს პარიზელი გულშემატკივარი
    3 კვირის და 4 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში შესანიშნავად გამოიყურება. გუნდმა ჯერ ბრესტი გაანადგურა.

    ამის შემდეგ კი ფავორიტ ლივერპულს შეხვდა და მომდევნო ეტაპზე მაინც გავიდა, აი, რას ამბობს ამჟამინდელ გუნდზე პარიზელთა ერთ-ერთი გულშემატკივარი:

    “ეს გუნდი ბოლო წლებში ყველაზე კარგია. იყო დრო, როდესაც გუნდურობა გვქონდა, თუმცა მაღალი კლასის ფეხბურთელები გვაკლდა, ან პირიქით, ხანდახან ვარსკვლავებით იყო გადაჭედილი გუნდი, თუმცა გუნდურობა ნაკლებად ჩანდა.

    ხვიჩაც შესანიშნავი დანამატია. ამ ბიჭს დიდი ეგო არ აქვს და გუნდურობას პატივს სცემს, მის კლასზე კი ბევრს არ ვისაუბრებ. ზუსტად ამიტომ მგონია, რომ მასთან ერთად ლიგას მოვიგებთ. მისი ტრანსფერი გუნდს შესანიშნავად წაადგა.” - ამბობენ კვარაზე.



    FACEBOOK კომენტარები