"რადიო თბილისი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ცოტახნის წინ ხანძარი გაჩნდა თბილისში, მეტროსადგურ „დელისში“.
როგორც ცნობილია, ხანძრის გამო მეტროს მეორე ხაზის მუშაობა დროებით შეჩერდა, თუმცა ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
საგანგებო სამსახურებს ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ.
თვითმხილველები შემთხვევის ადგილიდან ვიდეოებს ავრცელებენ: