სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "არ აქვს მნიშვნელობა მოედანზე 5 ვართ, 11, თუ 15"- შოთა არველაძე ევრობასკეტის დაწყებას გამოეხმაურა

    "არ აქვს მნიშვნელობა მოედანზე 5 ვართ, 11, თუ 15"- შოთა არველაძე ევრობასკეტის დაწყებას გამოეხმაურა
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გუშინ ევრობასკეტ 2022-მა აიღო სტარტი და თავისი პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრებმაც გამართა.

    სამწუხაროდ საკმად დაძაბულ ბრძოლაში ბელგიის ნაკრებმა ოვერტაიმში დაგვამარცხა. ძირითადი დრო 70:70 დასრულდა, ოვერტაიმში კი 9:6 წავაგეთ.

    საქართველოს ნაკრებს წარმატება უსურვა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ, მან ამის შესახებ თავის სოციალურ ქსელში დაწერა:

    "დიდი და მნიშვნელოვანი დღეა არა მხოლოდ კალათბურთისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, მოედანზე 5 სპორტსმენი გადის, 11 თუ 15, ჩვენი დროშა და ქვეყანა ყველას გვაერთიანებს. წარმატებები ჩვენს ბიჭებს ევრობასკეტზე!"