სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ხანდახან ახალგაზრდები ვარსკვლავის ჩრდილში რჩებიან" - რას ამბობს ტაისონ ფიური რონალდუზე

    "ხანდახან ახალგაზრდები ვარსკვლავის ჩრდილში რჩებიან" - რას ამბობს ტაისონ ფიური რონალდუზე
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კრივში, მოფლიო ჩემპიონმა, ტაისონ ფიურიმ "მანჩესტერ იუნაიტედში" მყოფი კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

    "რონალდუს დარჩენა დიდებული იქნება, თუმცა ასეთი თეორიაც არსებობს, რომ რონალდუს გარეშე მანჩესტერი მეორეზე გავიდა, მასთან ერთად კი მეექვსეზე.

    ხალხი იტყვის, რომ მისი ოცი გოლის გარეშე უფრო დაბლა ვიქნებოდით, მაგრამ სანამ კრიშტიანუ მოვიდოდა, წინა სეზონში, უკეთესი შედეგი დავაფიქსირეთ.

    გუნდს, როდესაც რონალდუს კლასის სუპერვარსკვლავი ჰყავს, ყველა მასზეა დამოკიდებული.

    არ ვამბობ, რომ კრიშტიანუ ჩვენთვის უსარგებლოა, მაგრამ ხანდახან ახალგაზრდები ვარსკვლავის ჩრდილში რჩებიან. მათ თავის დამტკიცების შანსი არ ეძლევათ, რადგან იქ დიდებული რონალდუა", განაცხადა ფიურიმ.