სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "არ­ცერ­თს ტე­ლე­ფო­ნი არ აქვს" - თბილისში დაკარგულ მოზარდებს ეძებენ

    "არ­ცერ­თს ტე­ლე­ფო­ნი არ აქვს" - თბილისში დაკარგულ მოზარდებს ეძებენ
    5 დღის და 18 საათის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თბი­ლის­ში და­კარ­გულ მო­ზარ­დებს ეძე­ბენ.

    ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბარ­ბა­რე ლა­ფა­ჩი და თეკ­ლა ხო­მა­სუ­რი­ძე, გუ­შინ, ღო­ნის­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სკო­ლი­დან ერ­თად გა­ვიდ­ნენ და სახ­ლში არ­ც ერ­თი დაბრუნებულა.

    ამ დრო­ის­თვის პო­ლი­ციაა ჩარ­თუ­ლი ძი­ე­ბა­ში.

    "ამბები.ge" თეკ­ლას დე­დას დაესაუბრა.

    - ორ სა­ათ­ზე გა­მო­ვიდ­ნენ სკო­ლი­დან და არა­ვის აღარ უნა­ხავს. პო­ლი­ცი­ა­ში უკვე გან­ვა­ცხა­დე, არ­ცერ­თს ტე­ლე­ფო­ნი არ აქვს. დი­ლას ექვს სა­ათ­ზე მო­ვე­დი სახ­ლში. მთე­ლი ღამე ვე­ძებ­დით. არა­ნა­ი­რი წი­ნა­პი­რო­ბა არ ყო­ფი­ლა.

    - მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ?

    - მას­წავ­ლებ­ლის ტე­ლე­ფო­ნით და­მი­რე­კა ბარ­ბა­რემ, მი­თხრა, დარ­ჩეს ორი სა­ა­თი, თე­ატ­რი გვაქვს სკო­ლა­ში, მე მო­ვა­ცი­ლე­ბო. ძა­ლი­ან მიყ­ვარს თქვე­ნი შვი­ლი და ზა­ფხულ­ში ვე­ღარ ვნა­ხა­ვო. ხუთი თვით მივ­დი­ვარ სო­ფელ­შიო. მას შემ­დეგ აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლან. იმ გო­გო­ნას დე­დამ თქვა, პირ­ვე­ლად მეს­მის ასე­თი რამ, სო­ფელ­შიც გა­და­რე­კა და იქ არ არი­ან. ჩემი შვი­ლი მერ­ვე კლას­შია. ბარ­ბა­რე მე­ექ­ვსეკ­ლა­სე­ლია.

    ბარ­ბა­რე­სა და თეკ­ლას ნახ­ვის შემ­თხვე­ვა­ში და­უ­კავ­შირ­დით გო­გო­ნე­ბის დე­დებს ნომ­რებ­ზე: 577 16 00 80; 593737492

    წყარო: "ამბები.ge"



    FACEBOOK კომენტარები