სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "საბურთალოდან" ისევ "ურალში" - ლუკა წულუკიძე რუსეთში სათამაშოდ დაბრუნდა

    "საბურთალოდან" ისევ "ურალში" - ლუკა წულუკიძე რუსეთში სათამაშოდ დაბრუნდა
    2 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    18 წლის ქართველი ფეხბურთელი, ლუკა წულუკიძე კვლავ ეკატერინბურგის "ურალში" დაბრუნდა.

    აღნიშნულ ინფორმაციას, თავად რუსული კლუბი ადასტურებს.

    "დღეს საღამოს ურალის მთავარი გუნდი სრული შემადგენლობით შეიკრიბა და დასვენების შემდეგ, პირველი ვარჯიში გამართა. შეგახსენებთ, რომ გუნდს შეუერთდა ქართველი ნახევარმცველი, ლუკა წულუკიძე, რომელთანაც ჩვენმა კლუბმა თებერვალში გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტი რამდენიმე თვით გაუქმდა, თუმცა გუშინ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი ეკატერინბურგში დაბრუნდა და სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა", – წერია ურალის განცხადებაში.

    აქვე გეტყვთ, რომ ლუკა წულუკიძე რამდენიმე თვის წინ რუსული აგრესიის და სანქციების გამო საქართველოში დაბრუნდა და "საბურთალოს" შემადგენლობაში მხოლოდ რამდენიმე წუთი ითამაშა.

    აღსანიშნავია, რომ ლუკა საქართველოს 19-წლამდე ნაკრების წევრიცაა.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ