სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ტოვებს თუ არა კადიროვი თანამდებობას? - რა მინიშნებას აკეთებს ჩეჩნეთის ლიდერი

    ტოვებს თუ არა კადიროვი თანამდებობას? - რა მინიშნებას აკეთებს ჩეჩნეთის ლიდერი
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც მიანიშნებს, რომ შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს.

    "ახლა შევიტყვე, რომ პირველ ადგილზე ვყოფილვარ რუსეთის ფედერაციაში შემავალი ყველა სუბიექტის ხელმძღვანელებთან შედარებით თანამდებობაზე ყოფნის ხანგრძლივობით. 15 წელია, რაც ჩეჩნეთის რესპუბლიკას ვხელმძღვანელობ. ჩვენ, კავკასიელებს ასეთი გამოთქმა გვაქვს – რაც არ უნდა სასიამოვნო და პატივსაცემი სტუმარი იყოს, თუ დროზე მიდის, ამით უფრო სასიამოვნო ხდება. ამიტომ, დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ ჩემი დროც მოვიდა, სანამ არ გამაგდეს. აღმოჩნდა, რომ უკვე “ბებერი” ვარ. ახალგზარდობა სადღაც წავიდა. ამიტომ, დავიწყე ამაზე ფიქრი და ვეცდები, დროულად წავიდე", - ამბობს კადიროვი.