სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "აი, ამიტომ არ გინდოდათ თქვენნაირებს სააკაშვილი" - რა მოხდა ქუთაისში, რასაც საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა

    "აი, ამიტომ არ გინდოდათ თქვენნაირებს სააკაშვილი" - რა მოხდა ქუთაისში, რასაც საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში მიმდინარე წლის 31 აგვისტოს რუსეთის დროშა იყო აღმართული.

    რუსეთის სიმბოლო საქართველოს დროშის გვერდით რამდენიმე საათის განმავლობაში ფრიალებდა, მოგვიანებით კი დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს.

    რუსეთის დროშის აღმართვას სოციალურ ქსელში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა:

    "სიმბოლოების გამო ამ ქვეყანაში სამმა ვაჟკაცმა სიცოცხლე გაწირა, ანწუხელიძემ, ტატუნაშვილმა, ოთხოზორიამ. რას კადრულობთ, თქვე მანქურთებო..

    რა უნდა უქნა, იცით? ომს ვერასდროს ვერ მოვიგებთ, ვერც დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს..

    რომ უყურებ მაგ დროშას, ამოგლიჯეთ საქართველოს მიწიდან. რა უნდა სისხლიან და დამპყრობელ რუსულ დროშას მანდ და ვინც ის დროშა ააფრიალა, საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვით და სამუდამო დეპორტით. გააძევეთ ოკუპანტ რუსეთში უვადო გადასახლებით!

    სამარცხვინო გამყიდველები ხართ, ააფრიალეთ ქართულ მიწაზე ოკუპანტის დროშა... თქვენ ხართ 30 ვერცხლად გაყიდული მოღალატეები!

    საერთოდ რამეს ფიქრობს ეგ ხალხი?! რა გჭირთ და რამ გაგიწყალათ ტვინი, თქვე საცოდავებო. ვინმე გულიანი არ იყო, მანდ რომ მოეძებნა მაგ დროშისთვის ადგილი. რა გემართებათ, თქვე საცოდავებო?! თქვენი დროშა აფრიალეთ, ასე მაგარი ბიჭები თუ ხართ. გასკდა გული რა. რა ფასად გიყიდეს, სამშობლოს რომ ასე ყიდი...

    ოკუპანტის დროშას რა უნდა ქუთაისში?! ვინც მაგი გააკეთა, დახვიოს რუსეთში...

    ქუთაისს არ შეეშლება პასუხი...

    გასამართლდეს უნდა სახელმწიფოს ღალატის მუხლით. აი, ამიტომ არ გინდოდათ თქვენნაირებს სააკაშვილი", - წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები".