ცოტა ხნის წინ იტალიაში, კერძოდ, ტურინში ფიგურული სრიალის იუნორთა ტურნირი ჩატარდა. საქართველოს წარმომადგენელმა წყვილმა – მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ ოქროს მედალი მიიღეს.
ქართველებმა ჯამში 174.90 ქულა დააგროვეს და საბოლოო შედეგით მეორე ადგილზე გასულ აშშ-ის წყვილს 0.16 ქულით აჯობეს.
აღსანიშნავია, რომ ქართველებმა დაამარცხეს ორი ბუმბერაზი სახელმწიფო ამერიკა და რუსეთი და მათ ქართული ხუთჯვრიანი დროშა ცხვირწინ აუფრიალეს.
იხილეთ ვიდეო: