სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ფულის გულისთვის ბავშვების სიკვდილს უყურებენ" - წიტაიშვილი რუსებზე

    "ფულის გულისთვის ბავშვების სიკვდილს უყურებენ" - წიტაიშვილი რუსებზე
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი წიტაიშვილმა, უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში თავის კარიერასა და უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა.

    "რუსეთში ადამიანებს არ აქვთ საკუთარი აზრი, ფულის გულისთვის პირს დახურავენ და უყურებენ ხალხის და ბავშვების სიკვდილს. ამ ადამიანებს არ სურთ განვითარება და ნორმალური ცხოვრება, რადგან ამის შემდეგ რუსეთში ნორმალური ცხოვრება არასოდეს იქნება. მთელი მსოფლიო შეიძულებს ამ ქვეყანას, ამ ხალხს, ეს ქვეყანა დაიხურება, თითქოს მათ ირგვლივ კედელი აიგება. ეს სხვა სამყარო იქნება.

    მათ ეშინიათ ციხეში ჩაჯდომის და სურთ იცხოვრონ ქვეყანაში, სადაც არაფერი მოხდება. ჩემთვის რუსეთმა არსებობა შეწყვიტა. ადრეც ვიცოდი, რა ხდებოდა საქართველოში, ცუდი დამოკიდებულება მქონდა მათი პრეზიდენტის მიმართ. მაგრამ ყველა იქ მყოფი ადამიანი - რა თქმა უნდა, შეიძლება სადღაც ქვეყანაში იყოს ორიოდე ნორმალური ადამიანი, ასიდან ერთი პროცენტი. მაგრამ ის ერთი პროცენტიც კი არ შემიმჩნევია. ასეთი ხალხი ცოტაა,“ - განაცხადა წიტაიშვილმა sportarena-სთან საუბრისას."
    - განაცხადა წიტამ.