სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "თავისუფლების იდეით გავერთიანდებით" - ნახეთ ვინ იმღერებს ქართულ ფესტივალზე

    "თავისუფლების იდეით გავერთიანდებით" - ნახეთ ვინ იმღერებს ქართულ ფესტივალზე
    3 კვირის და 3 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    Tbilisi Open Air 2025-ის ლაინაფი ცნობილია, როგორც ღონისძიების გვერდზე წერია, ფესტივალი 24-25 მაისს ჩატარდება

    მათივე ცნობით, ფესტივალი წელს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურება:

    "ფესტივალი 24-25 მაისს ჩატარდება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს კი, ყველანი ერთად, თავისუფლების იდეით გაერთიანებულები შევხვდებით.

    კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი, რომელიც ყოველთვის თავისუფლების, თანასწორობისა და ტოლერანტობის იდეის გარშემო კრებს აუდიტორიას, სადაც ყოველთვის ყველას ხმა ისმის და სოლიდარობა ყველაზე მნიშვნელოვანია, წელს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება - Tbilisi Open Air-ის ლაინაფი სრულად ქართველი შემსრულებლებისგან არის დაკომპლექტებული და თავს უყრის სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც, სწორედ, ამ ღირებულებების დაცვას ემსახურებიან.

    Tbilisi Open Air 2025 არ არის მხოლოდ მუსიკალური ღონისძიება. ფესტივალის სტუმრებს 24 და 25 მაისს, Lisi Wonderland-ში, ჩვენთან ერთად უმასპინძლებენ ქართული თეატრი, ნაციონალური ბალეტი, ქართული მუსიკალური ლეიბლები, ბუნებრივი ღვინის ფესტივალი და თბილისის წიგნის ბაზრობა" | წერენ ფესტივალის ორგანიზატორები

    Tbilisi Open Air თანადგომას უცხადებს სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს და ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილს თანამედროვე ხელოვნების და კულტურის ფონდსა და საქართველოს მუსიკოსთა პროფესიულ კავშირს გადაურიცხავენ

    აი, ვინ იქნება ფესტივალზე წარმოდგენილი (მოკლე სია): მერაბ სეფაშვილი, გიორგი უშიკიშვილი, რობი კუხიანიძე, სუხიშვილები, ნანი ბრეგვაძე, პაატა ბურჭულაძე და სხვები.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ