სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მე რომ აქ არ ვიბრძოლო, რუსები მანდ მოვლენო, ასე მითხრა" - ალუდა ზვიადაურის ბიძა

    "მე რომ აქ არ ვიბრძოლო, რუსები მანდ მოვლენო, ასე მითხრა" - ალუდა ზვიადაურის ბიძა
    2 კვირის და 1 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი, 42 წლის ალუდა ზვიადაური, გარდაიცვალა, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის მკვიდრია.


    გარდაცვლილის ბიძა, ნუგზარ ჭინჭარაული, აცხადებს, რომ მამაკაცი საცხოვრებლად ესტონეთში იყო წასული:


    "იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, ხუთი წელი დაცვის პოლიციაში მუშაობდა. მერე ესტონეთში წავიდა, ჩვენ ესტონეთში გვეგონა და აღმოვაჩინეთ, რომ უკრაინაშია, უკრაინულ-ჩეჩნურ ბატალიონში. დაველაპარაკე, ჩამოდი-მეთქი და არაო, აქ რომ არ ვიბრძოლო, რუსები მანდაც მოვლენო. კლდესავით ურყევი პოზიცია ჰქონდა, არაფრის გაგონება უნდოდა, რა ვიცი, რა აგიტაციაა ასეთი. დედა ჰყავს, ცოლ-შვილი არც ჰყოლია. საგარეო საქმეთა სამინისტროდან დამირეკეს, მეგობრებმაც შემატყობინეს, რომ დაჭრილი გამოჰყავდა და ტყვია ესროლეს ზურგში. როგორც ვიცი, უსაფრთხო ადგილას არის გადასვენებული და ჩამოასვენებენ, როცა კორიდორი გაკეთდება და საშუალება. იქნება"- განაცხადა ბიძამ.

    შეგახსენებთ, ალუდა ზვიადაური, სევეროდენეცკის მიმართულებით იბრძოდა. აღსანიშნავია, რომ 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთ-უკრაინის ომში 16 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

    FACEBOOK კომენტარები
    მსგავსი სიახლეები