მომღერალი, თათა გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"ადამიანის სურვილები უსასრულოდ მზარდია. თუ მცირედით ტკბობის ნიჭი გაქვს, ცხოვრება მოსაწყენი არასდროს იქნება. მაგრამ, ამისთვის საჭიროა საგნების და მოვლენების ფასს ხვდებოდე. ამის აღქმა კი მხოლოდ მას შემდეგ მოდის, როცა დანაკლისს განიცდი... როცა რაიმეს დაკარგავ, როცა ვინმე მოგენატრება. სამაგიეროდ, მერე ყველა პატარა და თითქოს აქამდე უმნიშვნელო დეტალი შესამჩნევი და ტკბილი ხდება.
ბედნიერება იმაში კი არ არის, რომ მიიღოთ ყველაფერი, რაც გსურთ, არამედ ისიამოვნოთ იმით, რაც გაქვთ", - წერს თათა.