სეისმური მონიტორინგის ცენტრი ადასტურებს, რომ საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან 8 კილომეტრში დაფიქსირდა.
"დღეს, თბილისის დროით 12:43 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა მაგნიტუდა 3.0 (ML) სიდიდის მიწისძვრა“, - წერია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.