სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ავტოსაგზაო შემთხვევას ახმეტაში მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა - რა დეტალებია ცნობილი

    ავტოსაგზაო შემთხვევას ახმეტაში მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა - რა დეტალებია ცნობილი
    1 კვირის და 1 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ახმეტაში - დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი.

    შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ოჟიოში მოხდა.

    თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა განათების ბოძს შეეჯახა.

    შეჯახების შედეგად მანქანაში მყოფი სამი ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

    დაშავებულები ახმეტის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ