სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ყველას გულს ვერ მოიგებ. რაც არ უნდა თქვა, ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას - არა" - რას ამბობს ნინო სუხიშვილი

    “ყველას გულს ვერ მოიგებ. რაც არ უნდა თქვა, ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას - არა" - რას ამბობს ნინო სუხიშვილი
    1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ანსამბლ "სუხიშვილების" სამხატვრო ხელმძღვანელი Tbilisi Open Air-ზე მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.

    "ყველას გულს ვერ მოიგებ. რაც არ უნდა თქვა, ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას - არა. შეუძლებელია, ყველას მოსწონდეს ის, რასაც აკეთებ ან რასაც ამბობ, ეს ბუნებრივია. მე ამაზე არასდროს არ მაქვს რეაქცია, არც ილიკოს.

    რომ გითხრათ, რომ კომენტარებს ვკითხულობ, ნამდვილად არ ვკითხულობ. ჩემს ფეისბუქ გვერდს ჩემი მენეჯერები მართავენ" - ამბობს ნინო სუხიშვილი.

    შეგახსენებთ ნინო სუხიშვილის სიტყვას, რომელიც მან Open Air-ზე თქვა, რასაც შემდეგ სუხიშვილების გამიჯვნა და განმარტებითი განცხადება მოჰყვა:

    "ჩვენ ვართ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ქვე­ყა­ნა, დი­დე­ბა უფალს! ჩვე­ნი დასი ემიჯ­ნე­ბა იმ სი­ტყვას, რო­მე­ლიც აქ გაჟ­ღერ­და, რო­მე­ლიც მკრე­ხე­ლუ­რი იყო, ჩვე­ნი გა­გე­ბით. ჩვენ ამას არ ვე­თან­ხმე­ბით, ჩვე­ნი დე­ვი­ზი ყო­ველ­თვის იყო: ენა, მა­მუ­ლი, სარ­წმუ­ნო­ე­ბა..."

    რა თქვა შემდეგ სუხიშვილების დასმა:

    "გვსურს დაგიდასტუროთ, რომ სუხიშვილები ყოველთვის იდგა და დგას როგორც რწმენის, ისე გამოხატვის, ხელოვნების თავისუფლების და ზოგადად, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის სამსახურში და გვჯერა, რომ ეს უფლებები არათუ ხელს არ უშლის, არამედ ავსებს ერთმანეთს", - ნათქვამია სუხიშვილების განცხადებაში.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ