სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ჯერ ლოთ ქმრებს "პახმელიის" წამალი მიეცით" - რას წერს გიორგი ჭინჭარაული ნუცა ბუზალაძის ნიშნობაზე

    "ჯერ ლოთ ქმრებს "პახმელიის" წამალი მიეცით" - რას წერს გიორგი ჭინჭარაული ნუცა ბუზალაძის ნიშნობაზე
    1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე დაინიშნა. ნიშნობის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელებში თავად გაავრცელეს.

    მისი რჩეული 55 წლის ამერიკელი აგენტი დარენ პრინსია.

    წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 26 წელია, რაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკის საგნად იქცა.

    საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის სამედიცინო გუნდის წევრი, ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ექიმი რეაბილიტოლოგი გიორგი ჭინჭარაული სოციალურ ქსელში ნუცას ნიშნობას ეხმაურება:

    "ნუცა ბუზალაძის ნაბიჯს სანამ გააკრიტიკებთ, ჯერ ლოთ ქმრებს "პახმელიის" წამალი მიეცით, თქვენს 28 წლის "დედას ვაჟკაცებს" პამპერსი გამოუცვალეთ, სიგარეტის ფული ჯიბეში ჩაუკუჭეთ, მერე ქმრის თუ შეყვარებულის მიერ დალურჯებულ ნეკნებზე ლიოტონის გელი გადაისვით და მოდით ვიჭორაოთ" - წერს გიორგი ჭინჭარაული.

    "ჯერ ლოთ ქმრებს "პახმელიის" წამალი მიეცით" - რას წერს გიორგი ჭინჭარაული ნუცა ბუზალაძის ნიშნობაზე



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ