სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ულამაზესმა ნიცამ ტერასაზე მარტომ ივახშმა, რადგანაც კვარას თამაში ჰქონდა...“ - რას წერს იტალიური პრესა კვარაცხელიას შეყვარებულზე

    "ულამაზესმა ნიცამ ტერასაზე მარტომ ივახშმა, რადგანაც კვარას თამაში ჰქონდა...“ - რას წერს იტალიური პრესა კვარაცხელიას შეყვარებულზე
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლო დროს დაუღალავი შრომისა და ნიჭის შედეგად დიდ წარმატებას მიაღწია. ახლა სრულიად იტალიური პრესა ქართველი ფეხბურთელით არის დაინტერესებული.

    ახალგაზრდა ქართველის შესახებ იწერება როგორც სპორტულ წარმატებაზე, ასევე მის პირად ცხოვრებაზე.

    "კვარაცხელიას მხრებზე საქართველოს მესიჯი აქვს“ - ამბობენ ცნობილი სპორტსმენები და ქართველის მიმართ სანაქებო სიტყვებს არ იშურებენ.

    ცოტა ხნის წინ პრესაში ხვიჩას შეყვარებულზეც გამოჩნდა სტატია. იტალიური გამოცემა წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან მისი, შეყვარებული, ულამაზესი ნიცა ჩავიდა.

    ნახეთ რას წერს იტალიური გამოცემა ქართველ გოგონაზე:

    "ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლში თავისი შეყვარებული შეუერთდა. მისი სახელია ნიცა. გოგონა სამედიცინო სწავლობს და საქართველოში ცხოვრობს. თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ნიცა ნეაპოლში ხვიჩასთან ჩამოვიდა. სანამ ხვიჩა იმ სახლში გადავა, რომელიც საცხოვრებლად აირჩია, მანამდე სასტუმრო Britanique-ში ცხროვრობენ. უალამაზესმა ნიცამ ტერასაზე მარტომ ივახშმა, რადგან კვარა დაკავებული იყო ლაციოსთან თამაში ჰქონდა."