სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ეს ქუჩურ ჩხუბს ჰგავდა" - რა თქვა კორკმაზმა სანაძესთან დაპირსპირებაზე

    "ეს ქუჩურ ჩხუბს ჰგავდა" - რა თქვა კორკმაზმა სანაძესთან დაპირსპირებაზე
    2 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს ნაკრებმა თურქეთი 88:83 დაამარცხა.

    ბოლო მეოთხედში ვითარება ძალიან დაიძაბა. ერთ-ერთი ფოლის შემდეგ ერთმანეთს სანაძე და კორკმაზი დაუპირისპირდნენ და მათი გაშველება თანაგუნდელებმა და მსაჯებმა მოახერხეს. ამ დროს თამაში 10 წუთი გაჩერდა, ორივე მოჩხუბარი მოთამაშე კი თამაშის ბოლომდე გააძევეს.

    კორკმაზმა ამ ინციდენტის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

    "თქვენ ნახეთ ნაწილი იმისა, რაც მოედანზე მოხდა. ჩვენ ერთმანეთის პირისპირ ვიდექით, მან კი შეურაცხყოფა მომაყენა. არავის მივცემ უფლებას, პირადად მომაყენოს შეურაცხყოფა. თამაშის დროს რაღაცები ხდება ხოლმე - ამბობ რამეს ან პასუხს უბრუნებ, მაგრამ ის, რაც მან თქვა, ისეთი რაღაც იყო, რასაც ვერ გავატარებდი. რეაგირება მქონდა როგორც ადამიანს, მოთამაშესა და მამაკაცს.

    სტაფის წევრთან ერთად მივდიოდი და როდესაც გასახდელს მივუახლოვდით, სამი ქართველი მოთამაშე და დაცვის ორი თანამშრომელი დავინახე, რომლებიც მოგვდევდნენ. ერთმანეთს მუშტებით გავუსწორდით. ეს ქუჩურ ჩხუბს ჰგავდა. საუბარი არც გვქონია. ისინი თავს დაგვესხნენ და ჩვენ ვცდილობდით თავის დაცვას - ისე, როგორც ასეთ დროს მამაკაცი იქცევა. ვფიქრობ, საქმე უსაფრთხოების სამსახურის პრობლემასთან გვაქვს. შესაძლოა ისინი თავიანთი მოთამაშეებისადმი ლოიალურები იყვნენ. გვესმის, რომ სახლში არიან, მაგრამ ეს დაუშვებელია", - ამბობს კორკმაზი.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ