გიორგი ზარქუამ თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ძალიან უსიამოვნო ფაქტი გაიხსენა და ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
გიორგი გვიყვება თუ როგორ დაესხნენ მას და მის მეგობარს გადახდათ თავს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპელი სტუმრებისთვის მაგიდა წინასწარ დაჯავშნული ჰქონდათ, რესტორნის ადმინისტრაციამ სლავური წარმოშობის ხალხის გამო რესტორანი დაატოვებინა და უთხრეს, რომ მათი სტუმრები მეგრული სამზარეულოს გასაცნობად სამეგრელოში წაეთრიათ.
"მე და გიორგი მინჯია-მ რამდენიმე კვირის წინ, დიღომში, დავჯავშნეთ ერთ-ერთ ელიტარულ რესტორანში მაგიდა. სტუმრებს ველოდებოდით ევროპიდან და გვინდოდა ქართულ-მეგრული სამზარეულო გაგვეცნო მათთვის. სტუმრებს დავხვდით აეროპორტში. ავუხსენით, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს 3 ენა, რომ ამით ვართ მდიდრები, ყველა კუთხე კი საფირმო კერძებით გამოირჩევა. ისინი დაინტერესდნენ მეგრული კერძებით. აღნიშნეს ჩვენი (ზოგადად ქართველების) განსაკუთრებული ვიზუალი, კანის ფერი, მანერა, სტუმართმოყვარეობა.
რესტორანში დანიშნულ დროზე 10 წუთით ადრე მივედით, სადაც მენეჯერს ავუხსენით რომ გვყავდა უცხოელი სტუმრები, მათ კი სურდათ გაცნობოდნენ მეგრულ სამზარეულოს და ვთხოვეთ, გაგვმასპინძლებოდნენ ღომით, კუპატით, ხარჩოთი, აჯიკით, ტყემლით, სულგუნით, კვარაბიათი, გებჟალიით, მოკლედ - მეგრული საკვებით.
მენეჯერმა მკვახედ გვითხრა - ზარქუასა და მინჯიას გვარზეა ხო ჯავშანი?
მე და გიორგის გაგვიკვირდა, ვიფიქრეთ უბრალოდ ჯავშანს გადაამოწმებს და ამით ყველაფერი მორჩება-თქო, მაგრამ შევმცდარვართ.
რამდენიმე წუთში წითელლოყება, მსუქანი კაცი მოვიდა ჩვენთან, დიდი ალბათობით რესტორნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო და მოგვთხოვა ტერიტორიის დატოვება.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიკითხეთ მიზეზი, რაზეც გვიპასუხა, რომ ჯავშანი გაუქმებულია, რადგან ჩვენს მაგიდაზე უკვე დასხდნენ სლავური წარმოშობის ადამიანები, რომლებიც აღნიშნავდნენ დაბადების დღეს.
რა თქმა უნდა ძალიან გავბრაზდით და ვკითხეთ ჯავშანის გაუქმების მიზეზი,
რაზეც პასუხი არ გაუცია და ისევ მოგვიწოდა ტერიტორიის დატოვება.
ჩვენ შეგვრცხვა რუსული სიმღერების, უკრაინაში მიმდინარე აგრესიის ფონზე ეს როგორ აგვეხსნა ევროპელი მეგობრებისთვის?
რესტორნის ხელმძღვანელთან და პერსონალთან ხელჩართულ დაპირისპირებაში ჩართვას მოვერიდეთ, რადგან ამით საქართველოს სახელი შეილახებოდა სტუმრების თვალში და წითელლოყებიანს მივაყენეთ მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა.
დაუძახეს დაცვას, ტერიტორია დაგვატოვებინეს. რესტორნის პერსონალმა კი ერთხმად მოგვაძახა - თუ გინდათ სტუმრებს მეგრული სამზარეულო გააცნოთ, წაათრიეთ თქვენს სამეგრელოში თქვე ჩამოთრეულებოო.
P.s
ჩვენ ვაღვივებთ შუღლს და სეპარატიზმს არა ?
სამეგრელოს რომელიმე ქალაქში ოდესმე ვინმე მოგქცევიათ ასე?" - წერს ზარქუა.