სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ტკბილეული არის მადის პირველი მტერი" - რას ამბობს ცნობილი ექიმი

    "ტკბილეული არის მადის პირველი მტერი" - რას ამბობს ცნობილი ექიმი
    1 კვირის და 5 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პედიატრმა ყარამან ფაღავამ ტკბილეულისადმი ბავშვების დამოკიდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნულთან დაკავშირებით მშობლებს რჩევები მისცა. დაღავამ მშობლებს ურჩია, რომ ჭარბი წონის პრობლემის შემთხვევაში ტკბილი რაციონიდან ამოიღონ:

    "რამდენიმე წლის წინ საქართველოს მოზარდები გამოვიკვლიეთ 12-დან 14 წლამდე და გასაოცარი შედეგები მივიღეთ. ჩვენი მოზარდები ხილს არ ჭამენ. მეორე პატარა შენიშვნა მაქვს იოგურტის თვალსაზრისით. მე მაწონი მირჩევნია, მაგრამ იოგურტიც კარგია. თუმცა როდესაც დამატებებია იოგურტში შაქრიანი ეს ნაკლებად სასურველია. იოგურტი უნდა იყოს დამატკბობლების გარეშე.

    რაც შეეხება ტკბილეულს, საკუთრივ შოკოლადი ცუდი საკვები არ არის, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ტკბილეული ეს არის მადის პირველი მტერი, მით უმეტეს, ტკბილეულით ხშირი წახემსებები თუ გვაქვს. თუ ბავშვი ჭარბწონიანია, მაშინ სჯობს ტკბილეული საერთოდ აიკრძალოს. თუ ბავშვს დაბალი წონა აქვს, შესაძლებელია მივცეთ ტკბილეული, კანფეტის მომხრე არ ვარ. შეგვიძლია მივცეთ კარგი შოკოლადი, ნამცხვარი, მაგრამ სადილის შემდეგ, როდესაც ყველაფერს შეჭამს, მერე დააყოლოს ტკბილი ბავშვმა.

    იმის თქმა, რომ დაგაჯილდოვებ და მსგავსი ვაჭრობა ჭამასთან დაკავშირებით არ უნდა იყოს. ხილიც და ტკბილიც შეიძლება სადილის შემდეგ. კიდევ უკეთესია თუ იქნება ცალკე იჯრაზე, იმიტომ, რომ სადილის შემდეგ ჩვეულებრივ საჭმელს ტკბილეულს თუ მიაყოლებთ, კუჭის წვენის დათრგუნვა მოხდება. ნამეტანი არ გვინდა. ტკბილი მადის მომმატებელია, მაგრამ თუ ბავშვი გამხდარია, კალორაჟის მოსამატებლად შეგვიძლია მივცეთ ან ცალკე იჯრაზე, ან სადილის შემდეგ,“
    - განაცხადა პედიატრმა.

    FACEBOOK კომენტარები
    მსგავსი სიახლეები