სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "დედამთილი რეგულარულად ითხოვს და ჩემი ქმარიც ყოველთვის აძლევს თანხას, რა უნდა ვქნა?" - რა რჩევას ითხოვს მოქალაქე

    "დედამთილი რეგულარულად ითხოვს და ჩემი ქმარიც ყოველთვის აძლევს თანხას, რა უნდა ვქნა?" - რა რჩევას ითხოვს მოქალაქე
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ერთ-ერთმა მოქალაქემ წყვილებისათვის განკუთვნილ საიტზე საინტერსეო რამ განაცხადა.

    "დედამთილი რეგულარულად ითხოვს ფულს რემონტისთვის, საკვების შესაძენად, საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის და ა.შ. ჩემი ქმარი მას აძლევს ფულს ოჯახის ბიუჯეტიდან, რის გამოც მეც ვზარალდები. არ ვიცი როგორ ავუხსნა ჩემს მეუღლეს და მის დედას, რომ ეს ასე არ უნდა იყოს, რადგან ზოგჯერ ჩვენ თვითონაც არ გვაქვს საკმარისი თანხა", - თქვა მან.

    აღნიშნულო განცხადებას ფსიქოლოგი გამოეხმაურა:

    "მშობლების დახმარება სწორია. მეორე მხრივ, დახმარება ნებაყოფლობითია. სავსებით გასაგებია, რომ არის სიტუაციები, როდესაც ფიზიკურად ვერ ახერხებთ მრავალი მიზეზის გამო დახმარებას, ან გაღიზიანებთ დახმარება, რომელსაც მშობლები ითხოვენ, მაგრამ იძულებული ხართ წახვიდეთ დათმობებზე.

    ბუნებრივია, ამ სიტუაციაში არის ბევრი ნიუანსი, რომელიც უნდა განიხილოთ ქმართან. აქედან გამომდინარე, ერთადერთი რჩევაა, განიხილოთ ყველა მსგავსი თემა ქმართან, მათ შორის, ხარჯების მიზანშეწონილობა, მათი ზომა და რამდენად შეიძლება დაზარალდეს თქვენი ოჯახი ამ ხარჯების გამო.

    თქვენ შეგიძლიათ ერთობლივად განსაზღვროთ გარკვეული თანხა, რომელსაც ყოველთვიურად გამოყოფთ მშობლების დასახმარებლად, ეს იქნება ყველაზე სამართლიანი. ბოლოს და ბოლოს, თქვენც გყავთ მშობლები, რომლებსაც შესაძლოა დახმარება დასჭირდეთ.

    ადამიანურად შეუძლებელია დაგმო ქმრის სურვილი, დაეხმაროს დედას. ამავე დროს, თქვენი პოზიციაც გასაგებია. ამიტომ, გაღიზიანების, წყენისა და კონფლიქტის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება ფინანსური ინვესტიციების დარეგულირებაა", - უპასუხა ფსიქოლოგმა.