კახეთში, ქალაქ წნორში, სანიაღვრე არხში, 9 წლის მოზარდის ცხედარი აღმოაჩინეს.
როგორც ცნობილი ხდება, შემთხვევა გუშინ 21:00 საათზე მოხდა, როდესაც 9 წლის ბიჭი საკუთარ სახლთან ახლოს მდებარე სუპერმარკეტში მიდიოდა.
გავრცელებული ცნობით, ამ დროს ძლიერი წვიმა დაიწყო და ქარი ამოვარდა, რის გამოც მოზარდი სანიაღვრე არხში ჩავარდა.
სწორედ, სანიაღვრე არხში იპოვეს 9 წლის ბიჭის ცხედარი.
არსებული ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.