სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ისტორიაში პირველად - 44 წლის მამაკაცი ევთანაზიით გამოესალმა სიცოცხლეს

    ისტორიაში პირველად - 44 წლის მამაკაცი ევთანაზიით გამოესალმა სიცოცხლეს
    2 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    იტალიური მედიის ცნობით, 44 წლის ფედერიკო კარბონი, რომელიც 12 წლის განმავლობაში პარალიზებული იყო ავტოკატასტროფაში მოყოლის შემდეგ, ისტორიაშიმპირველად ევთანაზის მეშვეობით გამოემშვიდობა სიცოცხლეს.

    როგორც ცნობილია, მისი ინიციატივით სპეციალურად შექმნილი აპარატის გამოყენებით მომაკვდინებელი ნარკოტიკი გაუკეთეს

    "ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ საუკეთესოდ მეცხოვრა და მაქსიმალურად გამომეყენებინა ჩემი ინვალიდობა, მაგრამ ახლა ჩემი შესაძლებლობების ზღვარზე ვარ, როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად“, - თქვა მან სიკვდილამდე.

    ევთანაზიის უფლების მისაღწევად მას ორი სასამართლო პროცესის გავლა და ჯანდაცვის ორგანოების აკრძალვების დაძლევა მოუწია.

    აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იტალიაში ევთანაზია დაშვებული არ არის, თუმცა, ლუკა კოსონიონის ასოციაციამ, რომელიც ლეგალიზაციის მომხრეა, ფედერიკო კარბონს სამართლებრივი ბარიერების გადალახვაში დაეხმარა.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ