ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ UFC-ში მე-5 ბრძოლა 29 წლის ამერიკელი კაილი დაუკაუსის წინააღმდეგ გამართა.
აღსანიშნავია, რომ რომანმა ამერიკელი მეტოქე პირველივე რაუნდში დაანოკაუტა.
ქართველმა მებრძოლმა ამ მოგებით UFC-ში მეოთხე გამრჯვება მოიპოვა.
ამერიკელის დამარცხების შემდეგ რომანმა UFC-ის პრეზიდენტს, დანა უაითს მიმართა და უთხრა, რომ მისგან ბონუსს - 50000 დოლარს ელის.
"UFC-ში ჩემი დებიუტის დროს მეტოქე გავთიშე, შენ კი ბონუსი არ მომეცი. ახლა ამ ბონუსს ველი. და, გთხოვ, მომდევნო ბრძოლა მალე ჩამინიშნო. ამას ერთი წელი ველოდი. მე დავბრუნდი!", - თქვა დოლიძემ.