სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ვანდალური ფაქტი - კახეთში, "ჭკვიანი კამერა", რომელიც მძღოლებს აჯარიმებდა მოხსნეს და დაამატვრიეს

    ვანდალური ფაქტი - კახეთში, "ჭკვიანი კამერა", რომელიც მძღოლებს აჯარიმებდა მოხსნეს და დაამატვრიეს
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ კაბალში, 15 ივნისს ღამით, "ჭკვიანი კამერა" მოხსნეს და დაამტვრიეს, რომელიც აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე კანონდარღვევებზე რეგულარულად ჯარიმებს წერდა.

    "ერთ-ერთმა მძღოლმა, რომელიც ბევრჯერ იყო დაჯარიმებული, კამერა ღამით ბოძიდან ჩამოხსნა, შემდეგ დაამტვრია და კამერასთან ერთად მიიმალა. როგორც ჩანს, ამით პროტესტი გამოთქვა ჯარიმებზე", - აცხადებს ადგილობრივი, რომელიც ქურდის ვინაობას მედიასთან არ ამხელს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დამნაშავე დაკავებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ეხება.