სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "რუსეთში ირანიდან სამხედრო ტექნიკა საქართველოს საჰაერო სივრცით გადააქვთ" - რას ეჭვობს ელენე ხოშტარია

    "რუსეთში ირანიდან სამხედრო ტექნიკა საქართველოს საჰაერო სივრცით გადააქვთ" - რას ეჭვობს ელენე ხოშტარია
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, კომპანია "იან ერი", რომელსაც ეკუთვნის ის თვითმფრინავი, რომელმაც ირანიდან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, რუსეთში სამხედრო ტვირთი გადაიტანა, ამერიკის მიერ სანქცირებულია.

    "იან ერი", რომელსაც ეკუთვნის თვითმფრინავი, არის სანქცირებული კომპანია ამერიკის მიერ. სანქცირებული სწორედ სამხედრო ტვირთის გადაზიდვით. ამ ვითარებაში, როდესაც ირანი უკრაინის წინააღმდეგ ეხმარება რუსეთს, საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოდის თვითმფრინავი, რომლითაც ხდება სამხედრო ტვირთის გადაზიდვა.

    ეს თვითმფრინავი იწყებს მოძრაობას აეროდრომიდან, რომელსაც აქვს სამხედრო დანიშნულება და მიდის მოსკოვში. ეს არის უკიდურესად საგანგაშო ინფორმაცია უკვე არა ზოგადი პოლიტიკური ხელშეწყობის, არამედ საქართველოს მხრიდან რუსეთის სავარაუდო სამხედრო ხელშეწყობის შესახებ.

    თან ჩვენ საქმე გვაქვს სანქცირებულ, ტერორისტულ სახელმწიფო ირანთან, სანქცირებულ ავიაკომპანიასთან, სანქცირებულ საშიშ ტვირთთან ჩვენი მეგობარი უკრაინის წინააღმდეგ.

    რა თქმა უნდა, ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, შესაბამისი უწყებიდან გაკეთდეს განმარტება, რადგან ეს არ არის ჩვენი ინტერპრეტაცია, ეს არის პირდაპირ აპლიკაციებში მოცემული ტრაექტორია თვითმფრინავის, გაკეთდეს განმარტება, თუ რატომ შემოვიდა საქართველოს საჰაერო სივრცეში ეს თვითმფრინავი, რა ტვირთით იყო ის დატვირთული და რა კავშირი აქვს ამ გადაზიდვებთან", - აცხადებს ელენე ხოშტარია.